top of page
Projector_logo.png

დიდი სიყვარულით ბავშვების, ცხოვრების და საქართველოს მიმართ

სკოლა პროექტორი

  • Facebook

+995 551 157 918

შპს საგანმანათლებლო ცენტრი სკოლა პროექტორი მდებარეობს ქალაქ თბილისში და არის თანამედროვე  საერთაშორისო საგანმანათლებლო ცენტრი, რომელიც დაფუძნებულია  პროფესიონალთა  გუნდის  მიერ. სკოლის საქმიანობის ძირითადი პრინციპი ბავშვის პიროვნების პატივისცემაა. სკოლის ერთ-ერთი მთავარი მიზანია ბავშვებში საქართველოს მიმართ სიყვარულის დანერგვა. 

სკოლის მისია - ჩვენ ვცდილობთ მივაწოდოთ თითოეულ მოსწავლეს უახლესი მაღალი ხარისხის ჰოლისტიკური განათლება ჰუმანური პედაგოგიკის და აქტიური სწავლის გზით ბედნიერ, მზრუნველ და მხარდამჭერ გარემოში.

ჩვენ ვქმნით საზოგადოებას, რომელშიც ვაერთანებთ სხვადასხვა  კულტურული,ლინგვისტური და საგანმანათლებლო ფენის წარმომადგენლებს საქართველოში. 

ვასწავლით მათ ადგილობრივი ტრადიციების პატივისცემას, მრავალფეროვნების დაფასებას და გლობალური პერსპექტივების ცოდნას.

 

სკოლის ხედვა - ჩვენ წარმოვიდგენთ ჩვენს კურსდამთავრებულებს, როგორც ფართო მოაზროვნე, თავდაჯერებულ, საკუთარ თავში გაცნობიერებულ ადამიანებად, რომლებსაც ესმით მათი ძლიერი მხარეების, დამოუკიდებელნი და მზად არიან აიღონ პასუხისმგებლობა საკუთარ ცხოვრებაზე და გახდნენ თანამედროვე გლობალური საზოგადოების სრულუფლებიანი წევრები. ისინი იქნებიან მოქნილები, გახსნილები სხვადასხვა თვალსაზრისთვის, მაგრამ ექნებათ საკუთარი შეხედულება და შეძლებენ მის დაცვას, რისკების აღებას და ახლის მოსინჯვას, ამრეკლავი და შეგნებული საკუთარი თავისა და გარშემომყოფების შესახებ, კარგად განვითარებული კრიტიკული აზროვნებით და ინფორმაციის, კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარებით, ასევე მზად იქნებიან ისწავლონ ახალი, მთელი მათი ცხოვრების მანძილზე.

 

სკოლის ღირებულებები - თანასწორობა, სამართლიანობა, პატივისცემა, ჰუმანიზმი, ემპათია, პროფესიონალიზმი, ტოლერანტობა, პატრიოტიზმი, თანამშრომლობა, პასუხისმგებლობა.

სკოლა პროექტორის პრინციპები
ჰუმანური პედაგოგიკა
  • ჩვენ პატივს ვცემთ ყველა ბავშვს და თითოეულ მათგანში ვხედავთ პოტენციალს;

  • სკოლა გუნდის თითოეული წევრი ორიენტირებული იქნება ბავშვზე, მის პოტენციალზე, შესაძლებლობებსა და ინდივიდუალურ მახასიათებლებზე;

  • ჩვენ ვეცდებით მოსწავლეებში განვავითაროთ კრიტიკული აზროვნება, კრეატიულობა, მოსმენის უნარი და სხვისი შეხედულებების პატივისცემა. ვასწავლით, რომ ყველას გააჩნია შეცდომის დაშვების უფლება და შეცდომებზე სწავლის თავისუფლება, რადგან აღნიშნული საგანმანათლებლო პროცესის განუყოფელი ნაწილია;

  • ჩვენ ყურადღებით ვუდგებით საკითხს, რომელიც დასავლურ ღირებულებათა სისტემაში ცნობილია, როგორც ე.წ. „work-life balance” – „მუშაობის - ცხოვრების ბალანსი”.  ჩვენს შემთხვევაში აღნიშნული პრინციპი იქნება, სწავლისა და ბავშვობის ბალანსი. სკოლა არ არის მხოლოდ მომავალი ცხოვრებისა და სამუშაოსთვის მომზადება, არამედ სკოლაში ბავშვები ატარებენ მათ ყოველდღიურ ცხოვრებას. ჩვენ ვუზრუნველყოფთ, რომ მათი ყოველდღიურობა სკოლაში  იყოს ბედნიერი.

ინოვაცია
  • საგანმანათლებლო პროცესში სკოლა გამოიყენებს თანამედროვე საგანმანათლებლო ტექნოლოგიებს. ამასთან, მუდმივად იზრუნებს იმისათვის, რომ სწავლება კიდევ უფრო ეფექტური გახადოს;

  • სკოლა პროექტორში იმოქმედებს მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიულ განვითარების სისტემა, მასწავლებლები ერთმანეთს გაუზიარებენ გამოცდილებას და საუკეთესო პრაქტიკას, დაესწრებიან სპეციალიზებულ კონფერენციებს, ტრენინგებს, შეისწავლიან და გააანალიზებენ საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას.

მოსწავლე აქტიური შემოქმედია
  • მოსწავლეები ახალ ცოდნასა და უნარებს არამხოლოდ ინფორმაციის პასიური მიღების საფუძველზე  დაეუფლებიან, არამედ პრაქტიკული ღონისძიებებითაც, რომლებშიც პირადად იქნებიან ჩართულნი;

  • ჩვენ ვფიქრობთ, რომ შეუძლებელია მოსწავლემ ისწავლოს ცურვა ან ველოსიპედით სიარული მხოლოდ სახელმძღვანელოთი. მან, პროფესიონალი ინსტრუქტორის დახმარებით, თავად უნდა გამოსცადოს აღნიშნული აქტივობები, დაუშვას  შეცდომები, კვლავ სცადოს და მიიღოს საკუთარი გამოცდილება;

  • საგანმანათლებლო პროცესში მზა სამოქმედო მოდელის შეთავაზების ნაცვლად, სკოლა დაეხმარება ბავშვებს გამოიყენონ მათი ძლიერი მხარეები და განივითარონ ბუნებრივი კვლევის ინტერესი სწავლის მიმართ;

  • მოსწავლეები იმუშავებენ საკუთარ თავზე, რათა შეძლონ თავიანთი სასწავლო მიზნების გააზრებულად ჩამოყალიბება და შემდგომ ამ მიზნების რეალიზაციისათვის გზის გაკვალვა;  

  • სასკოლო სასწავლო გეგმა მოსწავლეს მისცემს შესაძლებლობას, გადავიდეს წარმატების ერთი საფეხურიდან შემდგომ საფეხურზე და მუდმივად გააფართოვოს შესაძლებლობების საზღვრები.

მზარდი საზოგადოება
  • სკოლა არის მასწავლებელთა და თანამშრომელთა ერთიანი გუნდი, რომელსაც გულწრფელად უყვარს თავის საქმე. სკოლის ხელმძღვანელობის საქმიანობის უმთავრესი პრინციპია, ისეთივე ყურადღებით მოეპყროს სკოლის თითოეულ მასწავლებელს, როგორც ეპყრობა სკოლის თითოეულ მოსწავლეს; 

  • სკოლაში  სასწავლო პროცესი დაეფუძნება გულწრფელ დიალოგს  მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შორის. ჩვენ ხელს შევუწყობთ სკოლაში მეგობრული და პატივსცემაზე დაფუძნებული ურთიერთობების ჩამოყალიბებას მოსწავლეებსა და სასკოლო  საზოგადოების თითოეულ წევრს შორის;

  • სკოლა დაეხმარება ბავშვებს კონფლიქტური სიტუაციების აგრესიის გარეშე მართვისა და გუნდური მუშაობის უნარების განვითარებაში;

  • სკოლა ორიენტირებულია, რომ თითოეულ  მოსწავლეში განავითაროს ტოლერანტობისა და საზოგადოებაში სხვადასხვა ადამიანთან ურთიერთობის უნარი;

  • სკოლა  აცხადებს სრულ მზადყოფნას იმუშაოს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეებთან.

ჩვენ ვქმნით მომავლის სკოლას, სკოლას, სადაც კეთილგანწყობისა და მიმღებლობის ატმოსფეროში, სუფევს ბედნიერება და ინტერესი ცოდნის მიმართ.

რატომ ჰქვია სკოლას პროექტორი?

ცნობილია, რომ პროექტორი - მანათობელი მოწყობილობაა, რომელიც მრგვალი ლინზით გადასცემს სინათლეს და არის სიმბოლო იმისა, თუ როგორ უნდა გადასცემდეს სკოლა ცოდნის სინათლეს და მოუტანოს სამყაროს სიხარული. სკოლის მისიაა აღძრას ბავშვებში ცნობისმოყვარეობა, მიიპყროს ყურადღება, მოხიბლოს ისინი უამრავი სამეცნიერო დარგით.

 

აღსანიშნავია ასევე, რომ პროექტორი არის თანამედროვე მოწყობილობა და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მარადიული ღირებულებების შენარჩუნებისას სკოლა უნდა იყოს და დარჩეს თანამედროვე. 

 

სავარაუდოდ, დიდად ვერ მოიხიბლებით იმ მანქანით მოგზაურობით, რომელიც ორმოცი წლის განმავლობაში არ შეკეთებულა და არ გაგიჩნდებათ სურვილი სტომატოლოგის სავარძელში იჯდეთ, თუ სკამი და აღჭურვილობა დაახლოებით ასი წლისაა. დღეს ტრადიციული გაკვეთილის გარდა, ბავშვებთან მუშაობის მრავალი ახალი, საინტერესო და ეფექტური მეთოდი არსებობს. მათი ცოდნა და მათი გამოყენება ყველა მასწავლებლისთვის აუცილებელი ამოცანაა. 

 

ასევე სიტყვა “პროექტორის“ უკან დამალულია "პროექტი". ახლა უამრავი ადამიანი საუბრობს პროექტებზე, მაგრამ როგორ და რატომ არის ეს საჭირო, ბევრისთვის ჯერ კიდევ საიდუმლოა.

პროექტის აქტივობა ასწავლის ბავშვს მასწავლებელსაც) დასახოს მიზნები, მიაღწიოს მათ ეტაპობრივად, თვალყური ადევნოს მიღწევებს. ჩვენ გვჯერა, რომ ამ საქმიანობის დაუფლება ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ყველა სხვა სკოლის ცოდნა.

 

და, რა თქმა უნდა, სიტყვა "პროექტორის" ძირი პროექტირებაა. სკოლა ასევე არის იმის ანარეკლი, თუ რა გვსურს გადავცეთ ჩვენს შვილებს. ჩვენ გვინდა, რომ ისინი გაიზარდონ და განვითარდნენ, შეიცვალონ, მაგრამ ამავე დროს ყოველთვის დარჩნენ ძლიერ და ნიჭიერ ადამიანებად, რომლებიც ისწრაფვიან თვითგანვითარებისკენ და ეხმარებიან სხვებს, პატივს სცემენ საკუთარ თავს და სხვებს.

+995 551 157 918

39 Sairme Str, Tbilisi (Georgia)

©2019 by Школа Проектор - Тбилиси / სკოლა პროექტორი. 

bottom of page