top of page
Projector_logo.png

დიდი სიყვარულით ბავშვების, ცხოვრების და საქართველოს მიმართ

სკოლა პროექტორი

  • Facebook
structure.png

სკოლაში შექმნილია ხუთი საგნობრივი კათედრა:

  • ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრა, რომლის შემადგენლობაში შედის საგნები: ქართული ენა და ლიტერატურა, ქართული როგორც მეორე ენა;

  • მათემატიკის და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების კათედრა, რომლის შემადგენლობაში ერთიანდება შემდეგი საგანები: მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, ბუნებისმეტყველება, კომპიუტერული ტექნოლოგიები, არჩევითი საგანი: გარემო და მდგრადი განვითარება.

  • საზოგადოებრივი მეცნიერებების, ესთეტიკური აღზრდის და სპორტის კათედრა, რომლის შემადგენლობაში ერთიანდება შემდეგი საგანები: ისტორია, საქართველოს ისტორია, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, მუსიკა, ფიზიკური აღზრდა და სპორტი, ჩვენი საქართველო, მოქალაქეობა/სამოქალაქო განათლება, გეოგრაფია, საგზაო ნიშნები და მოძრაობის  უსაფრთხოება, სამოქალაქო თავდაცვა და  უსაფრთხოება, არჩევითი საგანი: კულტურული მრავალფეროვნება.

  • ენების კათედრა, რომლის შემადგენლობაში შედის საგნები: ინგლისური ენა, რუსული ენა და ეთნიკური უმცირესობის ენა (რუსული ენა).

  • დაწყებითი (I-IV) კლასების კათედრა, რომლის შემადგენლობაში შედის შემდეგი საგნები: I-IV კლასებში სასკოლო საათობრივი ბადით გათვალისწინებული საგნები, მათ შორის დამატებითი სავალდებულო საგნები - ფსიქოლოგის საათი I-VI კლასები; რუსული ენა (ქართულ სექტორზე I-IV კლასები). 

 

აღნიშნული კათედრები აერთიანებს საგნობრივ ჯგუფებში ყველა მასწავლებელს. სკოლას შემუშავებული აქვს კათედრის მუშაობის დებულება, სადაც გაწერილია კათედრის მუშაობის პრინციპები, ფუნქციები და ა.შ.


 

ტუტორის სააღმზრდელო პროგრამა

 

სკოლაში ყველა კლასს ეყოლება ტუტორი, რომელსაც ბრძანებით განსაზღვრავს სკოლის დირექტორი.  თითოეული ტუტორმა შეიმუშავებს სააღმზრდელო პროგრამასა და სამუშაო გეგმას. ტუტორის საათის ჩატარდება  საგაკვეთილო პროცესის მიღმა. 

 

სკოლას შემუშავებული აქვს ტუტორის მუშაობის დებულება, რომელიც განსაზღვრავს ტუტორის ფუნქციებს, ტუტორის მუშაობის პრინციპებს, რეკომენდაციებს სააღმზრდელო პროგრამების განხორციელებასთან დაკავშირებით.




 

ეროვნული სასწავლო გეგმით გაუთვალისწინებელი დამატებითი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურებები 

 

სკოლა 2022-2023 სასწავლო წელს სთავაზობს მოსწავლეებს ეროვნული სასწავლო გეგმით გაუთვალისწინებელ დამატებითი სავალდებულო საგნებს, რომელზე დასწრებაც აუცილებელია კონკრეტული კლასის ყველა მოსწავლისათვის:

  1. ფსიქოლოგის საათი - ორივე სექტორზე - I-VI კლასებში;

  2. პრაქტიკული მეცნიერება (ქიმია) - ქართულ სექტორზე XII კლასში.

 

2022-2023 სასწავლო წელს სკოლა დაინტერესებულ მოსწავლეებსა და მათ მშობლებს სთავაზობს შემდეგი სახის ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ და გაუთვალისწინებელ საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურებას - უფასო წრეების სახით: 

ა) პროგრამირება - V-XII კლასებში;

ბ) გამოგონებები  – III-VII კლასებში;

გ) რობოტიკა - III-IV კლასებში;

დ) კრეატიული აზროვნება - I-IV კლასებში;

ე) ქართული ენა  - (რუსულ სექტორზე, კლასების მიხედვით დაყოფის გარეშე - ენობრივი ბარიერის გადალახვის და ახლადჩარიცხული მოსწავლეების მოკლე დროში ადაპტაციის მიზნით).

ვ) ჭადრაკი - II-XII კლასებში;

ზ) კულინარია - I-VII კლასებში;

თ) CLIL – ENGLISH I-X კლასებში;

ი) პროექტი -I-IV კლასში (საერთო პროექტზე მუშაობა) და XI კლასში (ინდივიდუალურ პროექტებზე მუშაობა) (ორივე სექტორზე).

 

აღნიშნული წრეებში მონაწილეობის მიღება და გაერთიანება მოსწავლეებს შეეძლებათ სემესტრულად ან/და მთელი სასწავლო წლის მანძილზე. 

 

სკოლაში იფუნქციონირებს შემდეგი კლუბები: 

დებატების კლუბი  -  რომელიც წარმოადგენს სკოლის ორივე სექტორის მოსწავლეთა (III-XII კლასები) ნებაყოფლობით გაერთიანებას. მისი მიზანია მოსწავლეებს დაეხმაროს მომავალი წარმატებული ცხოვრებისათვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავებაში და ხელი შეუწყოს ჩამოყალიბდნენ კარგ, აქტიურ მოქალაქეებად, აკეთონ საზოგადოებისათვის სასარგებლო საქმე და მონაწილეობა მიიღონ დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობაში.

ინტელექტკლუბი  - რა? სად? როდის? – VII-XII კლასები  - კლუბი არის  საბაზო და საშუალო კლასების  მოსწავლეთა გაერთინება. იგი მიზნად ისახავს მოსწავლეთა ინტელექტის განვითარებას. ისეთი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას, როგორიცაა:  სწრაფი აზროვნება, ფორსმაჟორულ სიტუაციაში სწორი გადაწყვეტილების მიღება, ცოდნის სისტემატიზაცია, მიზანსწრაფვა და  თეორიული ცოდნის  პრაქტიკულად გამოყენება, ასევე  ლოგიკური დასკვნებისა და აზრის სწორად ჩამოყალიბების,  ჯგუფური მუშაობისა და ურთიერთთანამშრომლობის უნარები.

სახელოსნო ART-სტუდია - (I-XII კლასები) ამ  მიმართულების ფარგლებში მოსწავლეები შეისწავლიან ხელოვნების ნაწარმოების გაგებას და შეფასებას, მის შესახებ აზრის ჩამოყალიბებას, შეეჩვევიან  საკუთარი ჩანაფიქრის ნათელ და მკაფიო  განმარტებას და სხვისი  აზრის  გულისყურით  მოსმენას, დაეუფლებიან კოლექტიური მუშაობის  და მსჯელობის მეთოდებს.

მოსწავლეები დახატავენ სხვადასხვა მასალით და გაეცნობიან სხვადასხვა  ტექნიკას. დაეუფლებიან თიხისა და თექის დამუშავების  ტექნოლოგიას, ხეზე  კვეთას, შექმნიან კერამიკის, მოზაიკის ნამუშევრებს და სხვ.

+995 599 699 108

39 Sairme Str, Tbilisi (Georgia)

©2019 by Школа Проектор - Тбилиси / სკოლა პროექტორი. 

bottom of page