top of page
Projector_logo.png

დიდი სიყვარულით ბავშვების, ცხოვრების და საქართველოს მიმართ

სკოლა პროექტორი

  • Facebook

РУС

+995 599 699 108

მისია

+995 599 699 108

39 Sairme Str, Tbilisi (Georgia)

©2019 by Школа Проектор - Тбилиси / სკოლა პროექტორი. 

სკოლის მისია - პროექტორი მანათობელი მოწყობილობაა, რომელიც მრგვალი ლინზით გადასცემს სინათლეს და არის სიმბოლო იმისა, თუ როგორ უნდა გადასცემდეს სკოლა ცოდნის სინათლეს მოსწავლეებს და მოუტანოს მათ სამყაროს სიხარული; 

სკოლის მისიაა აღძრას ბავშვებში ცნობისმოყვარეობა, მიიპყროს მათი ყურადღება, მოხიბლოს ისინი უამრავი სამეცნიერო დარგით; უცხოენოვან ბავშვებს შეასწავლოს ქართული ენა, გააცნოს  საქართველოს ისტორია, კულტურა, ტრადიციები და სოციალური ცხოვრება, ჩაუნერგოს მოსწავლეებს სიყვარული ამ ქვეყნის მიმართ; აღზარდოს პატრიოტი, ტოლერანტი მოქალაქეები, რომლებიც პატივს სცემენ სხვათა უფლებებსა და თავისუფლებებს განურჩევლად ეროვნული და ეთნიკური კუთვნილებისა, მრწამსისა და რელიგიური შეხედულებებისა.

სკოლა ზრუნავს საკუთარ მოსწავლეებს განუვითაროს ე.წ. „რბილი უნარები“, ემოციური ინტელექტი, სწავლის სწავლების უნარი, შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების უნარი.

სკოლის მისიაა, ორივე სექტორის კურსდამთავრებულებმა თანაბრად შეძლონ ქართულ საზოგადოებასთან სრული ინტეგრაცია და ამავდროულად, იყვნენ კონკურენტუნარიანები საერთაშორისო ბაზარზე. 

 

სკოლის ხედვა - შევქმნათ ისეთი სკოლა, სადაც უზრუნველყოფილია ბავშვების, როგორც აკადემიური, ასევე პიროვნული განვითარება; - სკოლა, რომელიც დაეფუძნება ჰუმანური პედაგოგიკის პრინციპს, რომლის მიხედვითაც ბავშვი არ არის მხოლოდ ინფორმაციის პასიური მიმღები, არამედ არის აქტიური ანალიტიკოსი, ექსპერიმენტატორი და შემოქმედი/შემქმნელი. -სკოლა, რომელიც საკუთარ მოსწავლეებს საფუძვლიანად შეასწავლის საკვანძო კომპეტენციებს სხვადასხვა მეცნიერებასა და თანამედროვე ტექნოლოგიებში და ამავდროულად, განუვითარებს მიღებული ცოდნის რეალურ სიტუაციაში გამოყენების უნარს.

 

სკოლის ღირებულებები - თანასწორობა, სამართლიანობა, პატივისცემა, ჰუმანიზმი, ემპათია, პროფესიონალიზმი, ტოლერანტობა, პატრიოტიზმი, თანამშრომლობა, პასუხისმგებლობა.

bottom of page