დიდი სიყვარულით ბავშვების, ცხოვრების და საქართველოს მიმართ
სკოლა პროექტორი
რას წარმოადგენს სკოლა პროექტორი?
შპს საგანმანათლებლო ცენტრი სკოლა პროექტორი მდებარეობს ქალაქ თბილისში და არის თანამედროვე საერთაშორისო საგანმანათლებლო ცენტრი, რომელიც დაფუძნებულია პროფესიონალთა გუნდის მიერ. სკოლის საქმიანობის ძირითადი პრინციპი ბავშვის პიროვნების პატივისცემაა. სკოლის ერთ-ერთი მთავარი მიზანია ბავშვებში საქართველოს მიმართ სიყვარულის დანერგვა.
სათანადო საბუთები და მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში გადასვლის შესაძლებლობა
თავად სკოლა პროექტორი არ გასცემს საგანმანათლებლო დოკუმენტებს, მაგრამ ჩვენ გვყაქვს პარტნიორი სკოლები, რომლებიც ახორციელებენ ატესტაციას და გასცემენ საბუთების სრულ ნუსხას ბავშვის კლასიდან კლასში გადაყვანის შესახებ. ეს ნიშნავს, რომ ბავშვს შეუძლია ადვილად გადავიდეს ნებისმიერ სხვა სკოლაში ან ჩაირიცხოს საქართველოს, რუსეთის ან ევროპის ნებისმიერი ქვეყნის უნივერსიტეტში.
უნიკალური სასწავლო პროგრამა
სწავლება მიმდინარეობს საავტორო პროგრამებით, რომლებიც ადაპტირებულია ან შექმნილია სპეციალურად ჩვენი მოსწავლეებისათვის.
ამასთან, ცოდნისა და უნარების მოცულობა შეესაბამება და ხშირ შემთხვევაში აღემატება საქართველოს და რუსეთის საგანმანათლებლო სტანდარტებს.
სწავლება მიმდინარეობს რუსულ ენაზე, ინგლისურისა და ქართულის სიღრმისეული შესწავლით
ეს ნიშნავს, რომ ენის გაკვეთილების გარდა, ჩვენ ასევე ვაწყობთ აქტივობებს ინგლისურ და ქართულ ენებზე, რათა დავეხმაროთ ჩვენს მოსწავლეებს ენების უკეთ და სწრაფად შესწავლაში და მრავალენოვან გარემოსთან ადაპტაციაში.
საქართველოსადმი სიყვარული,
მისი ტრადიციები და კულტურა.
ჩვენ უსაზღვროდ გვიყვარს და პატივის ვცემთ საქართველოს და გვჯერა, რომ მისი ისტორიის, კულტურისა და ტრადიციების შესწავლა საინტერესო და სასარგებლო იქნება მათთვისაც კი, ვინც აქ ცხოვრებას არ აპირებს.
მცირე კლასები
ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ აუცილებელია ყველა ბავშვმა ყოველ გაკვეთილზე მიიღოს საკმარისი ყურადღება და ზრუნვა უფროსებისგან, ამიტომ ჩვენი კლასების და ჯგუფების რაოდენობა არ აღემატება 12 ბავშვს. ეს არის ჩვენი პრინციპული პოზიცია.
გამორჩეული პედაგოგიური შემადგენლობა
ჩვენი გუნდი შედგება საუკეთესო მასწავლებლებისგან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, რომლებიც საკმაოდ დიდი ხანია წარმატებით მუშაობენ და იცნობენ ერთმანეთს. ჩვენ ასევე წარმოუდგენლად ვამაყობთ ჩვენი ადგილობრივი მასწავლებლებით და დიდ ყურადღებას ვაქცევთ თითოეული თანამშრომლის მუდმივ განვითარებას.
+995 551 157 918
39 Sairme Str, Tbilisi (Georgia)
©2019 by Школа Проектор - Тбилиси / სკოლა პროექტორი.