top of page
Projector_logo.png

დიდი სიყვარულით ბავშვების, ცხოვრების და საქართველოს მიმართ

სკოლა პროექტორი

  • Facebook

РУС

+995 599 699 108

_DSC5949_edited.jpg
რას წარმოადგენს სკოლა პროექტორი?

შპს საგანმანათლებლო ცენტრი სკოლა პროექტორი მდებარეობს ქალაქ თბილისში და არის თანამედროვე  საერთაშორისო საგანმანათლებლო ცენტრი, რომელიც დაფუძნებულია  პროფესიონალთა  გუნდის  მიერ. სკოლის საქმიანობის ძირითადი პრინციპი ბავშვის პიროვნების პატივისცემაა. სკოლის ერთ-ერთი მთავარი მიზანია ბავშვებში საქართველოს მიმართ სიყვარულის დანერგვა. 

School Application

ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია  და შესაძლებლობა გადახვიდე მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში

შპს საგანმანათლებლო ცენტრი სკოლა პროექტორში ზოგადი განათლების საბაზო/საშუალო საფეხურის დაძლევის შემდგომ, მოსწავლე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მოიპოვებს ზოგადი განათლების საბაზო/საშუალო საფეხურის დაძლევის დამადასტურებელ დოკუმენტს - ატესტატს.  

 

ზოგადი განათლების საბაზო/საშუალო საფეხურის ატესტატის მოპოვების შემდგომ, მოსწავლეს შეეძლება, დადგენილი წესით, სწავლა გააგრძელოს პროფესიულ/უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქართველოში და საქართველოს ფარგლებს გარეთ.

Элементарный класс

სასწავლო პროგრამა

შპს საგანმანათლებლო სკოლა პროექტორში სწავლა წარიმართება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ დამტკიცებული ეროვნული სასწავლო გეგმის საფუძველზე შემუშავებული სასკოლო სასწავლო გეგმის შესაბამისად. სასკოლო სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგანმანათლებლო სტანდარტები ხშირ შემთხვევაში გაცილებით მაღალია, ვიდრე აღნიშნულს სავალდებულოდ ადგენს ეროვნული სასწავლო გეგმა.  

 

სასკოლო სასწავლო გეგმა შემუშავებულია სწავლა-სწავლების თანამედროვე პრინციპების შესაბამისად და მოსწავლეს სთავაზობს მრავალფეროვან არჩევანს, როგორც ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული, ასევე გაუთვალისწინებელი დამატებითი საგანმანათლებლო მომსახურებების სახით (არჩევითი საგნები/წრეები).

Полная Жираф головоломки

ქართული  და ინგლისური ენის ინტენსიური შესწავლა

სკოლის პრიორიტეტია რუსულენოვანი სექტორის მოსწავლეებისათვის ქართულ ენაზე  მეტყველების უნარის განვითარება, რისთვისაც რუსულ  სექტორის მოსწავლეებისათვის ჩატარდება დამატებითი მეცადინეობები ქართულ ენაში. სკოლამ, დამატებითი საგანმანათლებლო მომსახურების სახით - წრის სახით, შემიმუშავა ქართული ენის პროგრამა.  ამასთან,   ქართულის,   როგორც   მეორე   ენის,   სწავლებას   სკოლა   უზრუნველყოფს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მაქსიმალური საათობრივი დატვირთვით. 

 

სასკოლო სასწავლო გეგმის მიხედვით, სკოლის ორივე სექტორზე გათვალისწინებულია ინგლისურ  ენის გაღრმავებული სწავლება, რათა  მომავალში მოსწავლეებმა შეძლონ მრავალენოვან გარემოში ადვილად ადაპტაცია.

001062534.jpg

საქართველოსადმი სიყვარული,
მისი ტრადიციები და კულტურა.

ჩვენ უსაზღვროდ გვიყვარს და პატივის ვცემთ  საქართველოს  და გვჯერა, რომ მისი ისტორიის, კულტურისა და ტრადიციების შესწავლა საინტერესო და სასარგებლო იქნება მათთვისაც კი, ვინც აქ ცხოვრებას არ აპირებს.

Счастливые дети Хаддл

მცირე კლასები

ჩვენ მივიჩნევთ, რომ გაკვეთილის მიმდინარეობისას თითოეულმა მოსწავლემ უნდა

მიიღოს   სათანადო   ყურადღება   და   ზრუნვა   მასწავლებლისაგან,   ამიტომ   კლასებში

მოსწავლთა დასაშვები მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვრება 13 მოსწავლით.

Команда Talk

აკადემიური პერსონალი

სკოლის გუნდი დაკომპლექტებულია პროფესიონალი პედაგოგებისაგან, რომლებმაც გაიარეს   რამდენიმე   ეტაპიანი   შესარჩევი   კონკურსი.   მასწავლებლები წარმოდგენილნი არიან, როგორც საქართველოდან, აგრეთვე სხვა ქვეყნებიდან. მასწავლებელთან შრომითი ურთიერთობის დამყარებამდე, უდიდესი  ყურადღება   ეთმობა   არამხოლოდ   მის   პროფესიულ   უნარებს,   არამედ   იმასაც,  თუ  რამდენად უყვარს თავად მას სწავლა, რამდენად შეუძლია სხვა ადამიანებზე ზრუნვა,   არის   თუ   არა   მზად   წინსვლისა   და   განვითარებისათვის.  სკოლა,  განსაკუთრებულ   ყურადღებას   დაუთმობს   მასწავლებელთა     პროფესიულ განვითარებას.

+995 599 699 108

39 Sairme Str, Tbilisi (Georgia)

©2019 by Школа Проектор - Тбилиси / სკოლა პროექტორი. 

bottom of page