სკოლა პროექტორ

გამარჯობა!

 მოგესალმებით ჩვენს ვებგვერდზე. სამწუხაროდ, ჩვენი რესურსები, გარკვეულწილად, შეზღუდულია, რასთან დაკავშირებითაც გვსურს განვაცხადოთ, რომ სკოლაში ქართული სექტორის გახსნას შევძლებთ, სავარაუდოდ, მხოლოდ 2 წელიწადში. სწორედ ამიტომ, არ ჩავთვალეთ საჭიროდ საიტის დუბლირება ქართულ ენაზე, რათა საიტის სტუმრები არ შეგვეყვანა შეცდომაში, თითქოსდა ჩვენ გთავაზობთ სწავლას ქართულ ენაზე, ან რომ ჩვენ ქართული სკოლა ვართ.

 ჩვენს სკოლაში სწავლობენ ბავშვები აზერბაიჯანიდან, ბელარუსიდან, საქართველოდან, ყაზახეთიდან, რუსეთიდან, უკრაინიდან, ასევე ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან და აშშ-დან. ისინი ყველანი საუბრობენ რუსულად, როგორც მშობლიურ ენაზე, ამიტომ, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ძალზედ მნიშვნელოვანია, მივცეთ ბავშვებს შესაძლებლობა ისწავლონ და შეიცნონ სამყარო იმ ენაზე, რომელზეც საუბარი მათთვის უფრო ადვილი და კომფორტულია.

 თუმცა, მსოფლიოს  რა ენაზეც არ უნდა ვასწავლოთ, ჩვენ, უპირველეს ყოვლისა, ვასწავლით ბავშვებს საკუთარი თავის პატივისცემას, მათ გარშემო მყოფთა პატივისცემას და იმ ქვეყნის პატივისცემას, სადაც ისინი ცხოვრობენ - საქართველოს პატივისცემას.

 საქართველოს გაუმარჯოს!

Контакты

+995 599 699 108

32 Elisabed Cherqezishvili, Tbilisi (Georgia)

©2019 by Школа Проектор - Тбилиси / სკოლა პროექტორი.